იმერეთის თეატრალური ფესტივალი დღეს

სრულდება. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 13:00 საათზე, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის “უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები” პრეზენტაცია აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზში მოეწყობა. 17:30 საათზე, მესხიშვილის თეატრის ფოიეში, ჟურნალის “თეატრალური ქუთაისი” პრეზენტაცია ჩატარდება. საკონკურსო დღის ფარგლებში, 18:00 საათზე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი სპექტაკლს “ნოსტრადამუსი” ითამაშებს.

“თეატრალური იმერეთი 2021” საზეიმო დახურვა და ფესტივალის 13 ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება 19:00 საათზე დაიწყება.

თეატრალური იმერეთი 17 ივნისს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მაყურებელმა იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრების წარმოდგენები იხილა. წელს პანდემიის გამო ფესტივალს საერთაშორისო სტუმრები არ ჰყოლია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *