20 წლის პიანისტი სანდრო გეგეჭკორი მარია კანალსის

პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ფინალი წუხელ ბარსელონაში გაიმართა, სადაც საქართველოს, პორტუგალიისა და ჩინეთის წარმომადგენლები გამოვიდნენ. 20 წლის პიანისტმა საფინალო ტურში პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. სანდროს პირველ პრემიასთან ერთად ფულადი ჯილდო 25 000 €-ს ოდენობით გადაეცა და აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.

“მთავარი არის ის, რომ ეს არის აღიარება. რომ ჩაატარო ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სოლო კონცერტი და დააწერო მარია კანალსის კონკურსის ლაურეატი ხარ, ავტომატურად უნდათ შენს კონცერტზე დასწრება,”-ამბობს პიანისტი. 

ფინალში მოსახვედრად წელს 400-მდე კონკურსანტი სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა.

კონკურსი 18-დან 36 წლამდე პიანისტებისთვის ტარდება. წელს ის 66-ედ გაიმართა. 

სანდრო გეგეჭკორი წარმოშობით ჭიათურიდანაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *