ქუთაისში რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი

საღამო მოეწყო. თეთრ ხიდზე თეატრალური სანახაობა სახელმწოდებით “ჰაერის ერთი მოძრაობა” ჩატარდა.

მოქალაქეებს შეეძლოთ პერფორმანსი და კინო-ფილმ “შერეკილებიდან” გაბრიაძისეული ე.წ. “ცათმფრენის” გადაფრენა ეხილათ.

ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. იდეის ავტორები ზეკო ხაჩიძე, რეზი ქაროსანიძე, გიორგი კიკვაძე არიან.

“ცათმფრენის აგება იმდენად პრობლემური არ იყო, რამდენადაც ამ ატრაქციის შექმნა. გასათვლელი იყო მანძილი, მხედველობა, ამინდი. ძალიან გვეშინოდა, ამ სანახაობის ფინალი შედგებოდა თუ არა. გაგვწირავდა თუ არა ტექნიკა და ამინდი. შედეგი მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, რომ რაღაც შეუძლებელი ავახდინეთ და თეთრ ქვებზე რეზო გაბრიაძის უცხო ჩიტი გადავაფრინეთ. ეს რაღაცნაირად ძალიან რეზოსეული იყო. ეს იყო ძალიან ლამაზი ფილმის კადრი თავისი კვამლითა და განათებით,”-ამბობს ზეკო ხაჩიძე.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს ქუთაისში. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის “მიმინო”, “არ დაიდარდო”, “ქინ ძა ძა”, “შერეკილები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “სამნი გზაზე” და ა.შ.

გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – “ნიკა”, “ტრიუმფი”, “ოქროს ნიღაბი”, “ოქროს სოფიტი”, “ცარსკოსელსკაია პრემია”, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *