ქუთაისში სპექტაკლის “მაღალი და დაბალი ქვაბები და ცაში გაფრენა” პრემიერა

გაიმართება. სპექტაკლი მაია სარიშვილის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. რეჟისორი მაგდა ჩიხლაძეა. სპექტაკლი პირველ ქართველ მფრინავ ქალზე რუსუდან ჟორდანიაზე მოგვითხრობს, თუ როგორ გადაწყვიტა 20 წლის გოგომ, დაუფლებოდა ქალისთვის შეუფერებელ პროფესიას, დაბრკოლებებით სავსე გზაზე ჩამოყალიბებულიყო ძლიერ მფრინავად და გაეოცებინა ყველა განსაკუთრებული სიმამაცითა და პროფესიული ალღოთი.

სპექტაკლების სერია დაიდგმება პროექტის ფარგლებში – “კულტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება ფემინისტურ ჭრილში”. პროექტი ხორციელდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ქალთა ფონდის მხარდაჭერით.

სპექტაკლი 30 ივლისს, 17:00 საათზე, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება.

რუსუდან ჟორდანია, პირველი მფრინავი ქალია საქართველოს ავიაციის ისტორიაში. 1935 წელს ოცი წლის გოგონამ თვითმფრინავის საჭეს პირველად შეახო ხელი, მას შემდეგ მან ავიაციაში 24 წელი გაატარა, 4 ახალი ტიპის თვითმფრინავი აითვისა და ჰაერში 5500 საათი გაატარა.

რუსუდან ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *