პომპეის გამოფენა ვანში 6548 ვიზიტორმა მოინახულა
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა:  ,,სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" 18 ივლისიდან ამ დრომდე 6548 ვიზიტორმა მოინახულა.

ინფორმაციას, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გვაწვდის. 

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო და  ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ოქტომბრის ბოლომდე გასტანს.

საქართველოში პირველად არის წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს.

პომპეი, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

უნიკალური გამოფენა დამთვალიერებლებს ქალაქ პომპეის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურას აცნობს და ანტიკური ისტორიის სიღრმეებში ამოგზაურებს. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა.  ექსპოზიციაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ასევე, წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები.

სიმბოლურია, ის ფაქტიც, რომ პომპეის გამოფენას ვანი მასპინძლობს, რადგან ვანი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო, როგორც "ძველი კოლხეთის პომპეი".
„Vani une Pompéi géorgienne“– ასე ეწოდება ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს, რომელიც 1995 წელს საფრანგეთში გამოიცა.

გამოფენა ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადაინაცვლებს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
22 სექტემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
12:37 / 21.10.2021
22 სექტემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
22 სექტემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
12:37 / 21.10.2021
22 სექტემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 161-ე სეზონს
5 ოქტომბერს გახსნის.
18:36 / 04.10.2021
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 161-ე სეზონს 5 ოქტომბერს გახსნის.
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 161-ე სეზონს
5 ოქტომბერს გახსნის.
18:36 / 04.10.2021
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 161-ე სეზონს 5 ოქტომბერს გახსნის.

ქუთაისის
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
ახალ სეზონს 5 ოქტომბერს გახსნის.
16:46 / 30.09.2021

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ახალ სეზონს 5 ოქტომბერს გახსნის.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 4 - 13 °C
img
ბათუმი 9 - 12 °C
img
სოხუმი 6 - 13 °C
img
ფოთი 8 - 15 °C
img
თელავი 3 - 12 °C
img
მესტია -7 - 5 °C
img
ზუგდიდი 4 - 13 °C
img
ბორჯომი -2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ,,ორი ნაბიჯის’’ თანამშრომლები გაიფიცნენ
ქუთაისში მაღაზიათა ქსელ ,,ორი ნაბიჯის’’ დისტრიბუტორები და მძღოლები გაიფიცნენ.
13:40 / 06.10.2021
გაპონოვის ქუჩაზე დაგროვებული აირის შედეგად სახლი ჩამოინგრა

ქუთაისში გაპონოვის 3 ნომერში დილის 6 საათზე დაგროვებული აირის გამო სახლი ჩამოინგრა.

11:18 / 04.10.2021
ნამახვანჰესზე კანონით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ გვაქვს - ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს არ გაუცია.

17:03 / 18.10.2021
იოსებ ხახალეიშვილი ტელეკომპანია ,,მთავარს’’ უჩივის

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი,

11:49 / 20.10.2021
პოლიტიკის სიახლეები
,,მიხეილ სააკაშვილმა გადასხმების პარალელურად გარკვეული სახის საკვებიც მიიღო."კლოუნადის" დადგმის საშუალება არავის უნდა მივცეთ''-ირაკლი კობახიძე
16:57 / 25.10.2021
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ,ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გადასხმების პარალელურად გარკვეული სახის საკვებიც მიიღო.
სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, ექიმ-რეანიმატოლოგი არის მე-18 დაწესებულებაში — ბრეგაძე
13:11 / 25.10.2021
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა.
„სიძულვილის ენა, რასაც პრემიერ-მინისტრი აფრქვევს, დიდი შიშის დასტურია“ - ხატია დეკანოიძე
16:53 / 22.10.2021

„სიძულვილის ენა, რასაც პრემიერ-მინისტრი აფრქვევს, დიდი შიშის დასტურია“-ხატია დეკანოიძე
მამუკა ხაზარაძე: იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნების" საკრებულო არ დაუჭერს ჩრდილოვან კაბინეტის დამტკიცებას მხარს, ჩვენ წარვადგენთ 90-დღიან გეგმას
15:34 / 22.10.2021
თბილისის მერობის მოადგილეობის კანდიდატის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადებით, თუ ოპოზიცია 30 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტუში გაიმარჯვებს და "ოცნების" დაკომპლექტებული საკრებულო ჩრდილოვან კაბინეტს მხარს არ დაუჭერს, ოპოზიცია თბილისის მართვის 90-დღიან გეგმას წარადგენს.