ქუთაისში ფოტოკონკურსის “ილო” 2021″ დაჯილდოება 2 დეკემბერს გაიმართება.

წელს, ფოტოკონკურსი ცნობილი ქუთაისელი ფოტოგრაფის ილო ხახიაშვილის 85 წლის და ფოტოკონკურს „ილოს“ 15 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფოტოკონკურსის თემებია „პორტრეტი“ და  „მობილური ფოტო“.

კონკურსის გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია 1 დეკემბერს გახდება ცნობილი.

“ილო” 2021“ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *