ჰოლანდიური ჯგუფ “სლაიერჰოფის” 1989 წელს, საქართველოში  გამართულ გასტროლზე დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს.

ჯგუფმა “სლაიერჰოფმა” 1989 წელს, ტურნეს ფარგლებში, კონცერტები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში გამართა. 

საქართველოში  ჩატარებულ ტურნეზე დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფი ეძებს მაყურებლებს ქუთაისში, რომლებიც ჯგუფის  კონცერტებს დაესწრნენ.

“ძვირფასო მეგობრებო და ყველა, ვისაც მუსიკა უყვარს! ეს ჰოლანდიური ჯგუფი სლაიერჰოფი, იყო გასტროლებზე საქართველოში შორეულ 1989 წელს! ჰქონდათ კონცერტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად სტადიონებზე. ამჟამად იღებენ დოკუმენტურ ფილმს ამ ტურნეზე და ძალიან უნდათ მაყურებლების მოძებნა და მათთან ფილმისთვის გასაუბრება. ძალიან გთხოვთ დაძაბოთ გონება და გაიხსენოთ იყავით თუ არა ამ კონცერტებზე, თუ იყავით გამომიგზავნეთ პირადი შეტყობინება აუცილებლად! უფრო ახალგაზრდებს – აჩვენეთ ეს ვიდეო თქვენს მშობლებს ან ბებიებს და ბაბუებს და იქნებ ვინმემ რამე გაიხსენოს.”- წერს ჟურნალისტი ნატა ამაღლობელი სოციალურ ქსელში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *