ხანგრძლივი ავდრების შემდეგ” ასე ქვია გამოფენას, რომელიც ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა.

130-ზე მეტი ტილოს ავტორი თემურ ძიძიგურია. პლასტიკური ქირურგი, ფოტოგრაფი, თვითნასწავლი მხატვარი, მოგზაური, მუსიკოსი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

როგორც თავად ამბობს, გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს უკავშირდება, არის 20 წლის წინ და სულ ახლახანს დასრულებული ნამუშევრები. აკვარელში, ზეთში, გრაფიკაში.

“მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს გამოფენა ჩემი ცხოვრების დიდ პეეიოდს აერთიანებს წარმოადგენილია 130-ზე მეტი ტილო. ეს არის პეიზაჟები, მთები, სივრცეები, რომლებიც ყოველYვის შთამაგონებდნენ მოგზაირობისას”.

გალერეის დირექტორის ელისო ჩოგოვაძის თქმით, თემურ ძიძიგურის გამოფენა მისი შემოქმედებითი გარდასახვა, ფერების ჰარმონია, მრავალფეროვნება თავმოყრილია საერთო სათაურის “ხანგრძლივი ავდრების შემდეგ”, რომელშიც ეგზისტენციალურადაა განსხეულებული მომავლის მოლოდინი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *