ასოციაციასთან „ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქუთაისის ქალთა კლუბის ინიციატივით 8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის დათა შომახიას, ნახატების პერსონალურ გამოფენას მართავს.

გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმშია წარმოდგენილი, რომლის ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს 26-29 აპრილის ჩათვლით 10:00-17:00 საათამდე შეუძლია. გამოფენის პარალელურად, დამთვალიერებელს შეუძლია არტ-სტუდია „ანდამატის“ და ქუთაისის ქალთა კლუბის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის მიზერულ ფასად შეძენა. კატალოგი „დათას ფერადი სამყარო“ სრულად მოიცავს დათას მიერ შესრულებულ ნახატებს და მის ბიუგრაფიულ ნაწილს.

„დათუნას არ ვიცნობდით, არც ჩვენ და არც ქალთა კლუბის წევრები. ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში მისი უსასრულობაში დაკარგული ნახატი ტკივილიანი დღეების სიმბოლოდ იქცა. ყველამ ვიგრძენით უძლურება, საოცრად დავპატარავდით, მაგრამ ვხდებოდით რომ ამ ტრაგედიის ფონზე ნიჭიერება მაინც ზეიმობდა.“ – ამბობს ქალტა კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი.

ქალთა კლუბის თავჯდომარის მარიკა ვაჭარაძის თქმით: „როდესაც მის პედაგოგს ვესაუბრე და იდეა გავაცანი, აღმოჩნდა რომ ორივეს ერთნაირი ფიქრები გვქონდა დათას შემოქმედების მიმართ. მისი ნახატებიდან ჩანდა, რომ დათუნა აზროვნებდა, ახლა ამ დროში არა – იქ სადღაც მომავალში. უსწრებდა დროს და ფანქრით, ფუნჯით, ფერებით გვიყვებოდა მომავლის ამბავს. ამბავს, რომელიც ჩვენთვის დაწერა უსასრულობამდე… „

გამოფენის დახურვა, ქუთაისში სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, 29 აპრილს 15:00 საათზე იგეგმება, რომელსაც დათა შომახიას მამა, გია შომახია და დათას ხელოვნების პედაგოგი ლია კასპელაშვილიც დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ კატალოგის „დათას ფერადი სამყარო“ შეძენით შემოსული თანხა ქუთაისში მცხოვრები უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახის დახმარებას მოხმარდება, სადაც ახლაგაზრდა დედა 10 თვის შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *