ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მიმდინარეობს, რომელშიც წარმოდგენილია 1918-1921 წლების საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის და მთავრობის წევრების ცხოვრება და საქმიანობა, ასევე, 26 მაისის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და სამხედრო მსვლელობები.

გარდა ამისა, წარმოდგენილია მაშინდელი ეროვნული გვარდიის ქუთაისის პირველი ქვეითთა ათასეულის რაზმის უფროსის, გიორგი დოღონაძის პირადი წერილები და ნივთები. გიორგი დოღონაძე ბათუმის გათავისუფლების დროს დაიღუპა. ის მაშინდელ მთავარანგელოზის სასაფლაოზე, დღევანდელი მერიის ტერიტორიაზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გიორგი დოღონაძე იყო პირველი სამხედრო, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამხედრო პატივით დაასაფლავეს.

ღონისძიება ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ორგანიზებით იმართება.

,,მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა იცნობდეს წარსულს, იცოდეს რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები ამ დღის აღნიშვნას და რამდენად სასიხარულო იყო ეს დღე მათთვის. წამოდგენილ ფოტო-მასალებში კარგად ჩანს, გიორგი ნიკოლაძის სპორტული ჯგუფი ,,შევარდენი’’ და სპორტული ასპარეზობა, რომლითაც 26 მაისს აღნიშნავდნენ. შემდეგ დამოუკიდებლობა დავკარგეთ და 70-წლიანი მარწუხების შემდეგ თავისუფლება მოვიპოვეთ. ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია,’’-ამბობს ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის დირექტორი რამაზ ობოლაძე.

ღონისძიება 19:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *