ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში არაერთი აქტივობა მიმდინარეობს.

ქალაქის ცენტრალურ ბულვარში და ბ.გაბაშვილის პარკში საბავშვო ატრაქციონები მოეწყო. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება. ამ ღონისძიებების ფარგლებში, დღეს დავით მიქაბერიძის ქვილინგის ნიმუშების გამოფენა მოეწყო. ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიის დამთვალიერებლისთვისაა განკუთვნილი, შეხვდებით ფეხბურთის, როკის, მცენარეების, ცხოველების , ვაჟა-ფშაველას თემატიკას და სხვა. დავით მიქაბერიძის შემოქმედებაზე დღეს მისმა შვილმა დავით მიქაბერიძემ ისაუბრა.

,,მამაჩემმა ქვილინგი ინტერნეტში ნახა, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა შეესწავლა. ცდილობდა მისი ნამუშევრები მრავალფეროვანი ყოფილიყო, რათა ყველა კატეგორიის დამთვალიერებლისთვის ყოფილიყო მიმზიდველი. აქ მისი სულის ნადებია გადმოცემული. დღეს, გადატვირთული რეჟიმის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა საკუთარ გამოფენას დასწრებოდა,’’-ამბობს ლევან მიქაბერიძე.

გამოფენა 18:00 საათამდე გასტანს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა . 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *