ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ნიკოლოზ ჯანელიძის კვინტეტის ჯაზ-კონცერტი გაიმართა.

წარმოადგინეს როგორც ძველი, ასევე ახალი ჯაზ-ნაწარმოებები. გარდა ამისა, შესრულდა ნიკოლოზ ჯანელიძის ორი და კვინტეტის წევრის, ლუკა თოფურიას ერთი ნაწარმოები.

,,მუსიკა ჩემთვის ყოველდღიურობაა. ერთი დღეც არ მახსოვს მუსიკის გარეშე. დღეს, ჩემს კვინტეტთან ერთად მსურდა მსმენელისთვის ჯაზის საღამო მეჩუქებინა, ჯაზი მთელი ჩემი ცხოვრებაა,”-აღნიშნა ნიკოლოზ ჯანელიძემ.

,,კვინტეტი სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის, ჯაზის მიმართულების კურსდამთავრებულებისგან არის დაკომპლექტებული. ეს ადამიანები პროფესიონალი მუსიკოსები არიან. ჩვენი, ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების, სურვილი ჯაზის სპეციალობის ქუთაისში ჩამოყალიბებაა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნიკოლოზ ჯანელიძემ, ჩვენი თხოვნით კვინტეტი შექმნა, რომლის წევრებმა ჯაზის საფუძვლები შეისწავლეს. 1 ივლისს, 12 საათზე მე-2 სამუსიკო სკოლაში უკვე ჯაზის მასტერკლასი გაიმართება,”-ამბობს ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ბაია კოღუაშვილი.

ღონისძიება ,,მუსიკის კვირეული 2022″-ის ფარგლებში გაიმართა. კვირეული, 1 ივნისს, ქართულ-გერმანული პროექტით, ,,კამერონი საქართველო” დაიხურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *