წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი პრემია ,,საბას'' გამარჯვებული გახდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი ნუგეშა გაგნიძე პრემია ,,საბას'' გამარჯვებული გახდა ნომინაციაში "წლის საუკეთესო კრიტიკა".



წიგნი 500 გვერდამდეა და გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიას, პროზას, ლირიკას, პუბლიცისტიკას და შემოქმედების ანალიზს მოიცავს. ავტორი მასზე წლების განმავლობაში მუშაობდა.


,,ზოგადად, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ როცა გავიგე, როცა გამარჯვების შესახებ გავიგე, ემოციები ვერ დავფარე. ლაურეატობას არ ველოდი. Ჩემთან ერთად აღნიშნულ ნომინაციაში კიდევ ოთხი ნომიმანტი იყო წარდგენილი, რომლებიც ანგარიშგასაწევი კრიტიკოსები და მწერლები არიან. დიდი კონკურენციის მიუხედავად, გავიმარჯვე. მადლობა ჟიურის წევრებს, რომლებმაც წიგნი გულისყურით წაიკითხეს და მაღალი შეფასება მისცეს. ეს ჩემი შრომის დაფასებაა. ვიღებ უამრავ მოლოცვას, რაც ძალიან მახარებს. ძალიან სასიხარულოა, როცა ხედავ, რომ შენი წიგნი ბევრი ადამისთვის სიამოვნების მიმნიჭებელია,’’-ამბობს ნუგეშა გაგნიძე რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში.


,,ცხოვრება ორ სამყაროში - გრიგოლ რობაქიძე’’-ასე ეწოდება წიგნს, რომლითაც ნუგეშა გაგნიძემ არა მარტო ჟიურის წევრების, არამედ სხვა უამრავი ადამიანის გული მოიგო. ავტორის თქმით, წიგნის სახელწოდებას ორმაგი დატვირთვა აქვს:


,,პირველი - გრიგოლ რობაქიძე ცხოვრობდა ორ სამყაროში, საბჭოთა საქართველოში და ნაცისტურ გერმანიაში, მწერალი აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს შორის აზროვნებდა, სამ ენაზე წერდა. მეორე- ინსპირაცია მისმა ერთ-ერთმა წერილმა მომცა, სადაც ნათქვამი აქვს, რომ მდინარეს ორი ნაპირი აქვს, მაგრამ მე მესამე უხილავ ნაპირზე ვდგავარო. ეს ფორმულირება ნათელი არაა, ამას მე პირადად გრიგოლ რობაქიძის უცნაურ პოეტურ სამყაროს ვუკავშირებ, მაგრამ ეს იძლევა იმპულსს ვიკვლიოთ გრიგოლ რობაქიძე როგორც ორ სამყაროს შორის მოქცეული შემოქმედი,’’-ამბობს ნუგეშა გაგნიძე.


იმავე წიგნისთვის ნუგეშა გაგნიძემ 2 თვის წინ გრიგოლ კიკნაძის პრემიაც მოიპოვა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში
ლადო თევდორაძის გამოფენა გაიმართბა, სახელწოდებით,
13:07 / 30.09.2022
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ლადო თევდორაძის გამოფენა გაიმართბა, სახელწოდებით, "ქუთაისის საიყვარულით''.
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში პეტრე ოცხელის
ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
19:28 / 26.09.2022
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
22 სექტემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე
ცხინვალის თეატრმა სპექტაკლი ,,მარო მაყაშვილის დღიურები’’
წარმოადგინა.
11:28 / 23.09.2022
22 სექტემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ცხინვალის თეატრმა სპექტაკლი ,,მარო მაყაშვილის დღიურები’’ წარმოადგინა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი
ნუგეშა გაგნიძე ,,საბას'' პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში
16:15 / 22.09.2022

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი ნუგეშა გაგნიძე ,,საბას'' პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში "წლის საუკეთესო კრიტიკა".

ქუთაისელი ნუგეშა გაგნიძე ,,საბას'' პრემიის ლაურეატი გახდა
ნომინაციაში
16:09 / 22.09.2022
ქუთაისელი ნუგეშა გაგნიძე ,,საბას'' პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში "წლის საუკეთესო კრიტიკა".
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
რუსეთი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია.

12:39 / 06.09.2022
ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მორიგ მუქარაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს, სახიფათოს ვერაფერს ხედავს.
15:39 / 06.09.2022
წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13 სტუდენტი ჩაირიცხა
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე წელს 1918 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 100%-იანი დაფინანსება 13-მა, 70%-იანი 39-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.
17:26 / 05.09.2022
პოლიტიკის სიახლეები
ერთ კვირაში ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ
12:52 / 28.09.2022

რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გაზრდილია ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი.

 ,,ნაციონალური მოძრაობის'' ინიციატივით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს ,,საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ
11:47 / 28.09.2022
,,ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საქართველოში შემოსვლისას თითოეულ რუსეთის მოქალაქეს "საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება ჰქონდეს.
 ,,ბოლო ხუთ დღეში ,,ზემო ლარსიდან’’ შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია’’-ვახტანგ გომელაური
15:46 / 27.09.2022
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
 ,,დაკავების შემდეგ შევხვდი, სახეზე დაზიანებები ჰქონდა’’-ვახტანგ გომელაური ბანკზე თავდამსხმელზე
12:37 / 27.09.2022
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა.
ამინდი
თბილისი 14 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
სოხუმი 17 - 25 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 27 °C
img
ბორჯომი 10 - 23 °C
img