22 სექტემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ცხინვალის თეატრმა სპექტაკლი ,,მარო მაყაშვილის დღიურები’’ წარმოადგინა.

 

სპექტაკლში პატარა გოგონას თვალით დანახული სამყაროა გადმოცემული, როგორ უყვარდება ახალგაზრდა მაროს, როგორ ელის ოცნებების ასრულებას, როგორ ოცნებობს და სჯერა, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდება და ბოლოს, როგორ იმსხვრევა მისი ოცნებები. 100 წლის წინანდელი ისტორია მოვლენებს ისეთი ენით გვიყვება, თითქოს ყველაფერი დღეს ხდება. სპექტაკლის რეჟისორი ცხინვალის მაჩაბლის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძეა.

,,მარო მაყაშვილი თავისუფლების, გაუტეხლობის, ბრძოლის, თავშეწირულობის სიმბოლოა. ის ქართველების ანა ფრანკია, მაგრამ ჯერ ისე ღრმად არ წაგვიკითხავს, როგორც იმსახურებს. იმედი მაქვს, ეს სპექტაკლი ბევრ რეჟისორს, მსახიობს მისცემს იმპულსს იურთიერთონ ამ პიროვნებასთან, რადგან ყოველი დღიური დაკავშირებულია ადამიანთან, რომელიც ოცნებობს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ოცნებები ვერ განხორციელდა, მარო მაყაშვილი კოჯორთან დაიღუპა,’’ – ამბობს რეჟისორი გოჩა კაპანაძე.

მარო მაყაშვილი წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *