ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

წარმოდგენილია მხატვრის 100-მდე ნამუშევარი. გამოფენა 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

,,ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია წარმოვადგინოთ უნიკალური კოლექცია ქუთაისში, რომელიც პეტრე ოცხელის მთელ შემოქმედებას ასახავს. პეტრე ოცხელის ამხელა კოლექციამ პირველად დატოვა ხელოვნების სასახლე და პირველად ეწვია მშობლიურ ქალაქს. ვღელავდით როგორ შეხვდებოდა დამთვალიერებელი მის შემოქმედებას.
ვფიქრობ, ყველა დიდ სიამოვნებას მიიღებს,”-ამბობს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია.

,,ქუთაისი უნიკალურ გამოფენას მასპინძლობს. დარწმუნებული ვარ, ბევრი გაიგებს პეტრე ოცხელის იმ მნიშვნელობას და სიღრმეს, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მან დატოვა. მადლობა ხელოვნების სასახლეს და კულტურის სამინისტროს ამ გამოფენისთვის,”-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

გამოფენა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *