ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, სადაც არაერთი პოეტის ლექსი იყო სხვადასხვა დროს განთავსებული, დღეს გიზო თავაძის ლექსი “მართლმადიდებელი” გაიხსნა.

ლექსი პროექტის “ლექსი კედელზე” ფარგლებში გაიხსნა.

“ლექსი არის რელიგიური თემატიკის და მასში გაცოცხლებულია ყველა ის რელიგიური მოღვაწე, ვინც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში, სწორედ ამიტომ დავამთხვიეთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას. კალიგრაფია, რომელიც შევარჩიეთ, არის მერაბ კოსტავას გაციფრულებული ხელნაწერი,” -ამბობს პროექტის ავტორი შალვა კამლაძე.

” პროექტის ავტორმა ერთგავრი სიურპრიზი მომიწყო. ეს ლექსი თავად შეარჩია და რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთიდან შემეხმიანა, რომ სურდა ამ ლექსის კედელზე, შესაბამისი კალიგრაფიით გადატანა. დიდი მადლობა შალვას ამისთვის. პროექტი “ლექსი კედელზე” აცოცხლებს ქალაქს და შემთხვევითი მკითხველის ყურადღებასაც იქცევს”,-ამბობს რადიო “ძველ ქალაქთან” გიზო თავაძე.

ლექსი “მართლმადიდებელი” ქუთაისში, გრიშაშვილის 31 ნომრის კედელზე განთავსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *