მსოფლიო
იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,
იტალიაში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს :
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ.პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო (ეპიცენტრით ქალაქები : ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი) რასაც მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაშავებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.
იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +39 333 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში," - ნათქვამია განცხადებაში.
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში - ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან ძლიერი მიწისძვრა ღამის 3:30 საათისთვის მოხდა. 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა რამდენიმე ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამ დროისთვის დადასტურებულია 6 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, თუმცა, არ არის გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. მიმდინარებს სამაშველო ოპერაცია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარიზში, ღვთისმშობლის ტაძართან, ამ დრომდე რჩებიან მეხანძრეები და
პოლიციის წარმომადგენლები.
20:34 / 16.04.2019
პარიზში, ღვთისმშობლის ტაძართან, ამ დრომდე რჩებიან მეხანძრეები და პოლიციის წარმომადგენლები.
11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო
11:46 / 11.10.2017

11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,
10:55 / 25.11.2016
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,
აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ
ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
12:24 / 09.11.2016
აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამინდი
თბილისი -2 - 7 °C
img
ქუთაისი 1 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020