მსოფლიო
დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ
აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.

ტელეკომპანიის ცნობით, ტრამპს გამარჯვება მიულოცა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.

“ვულოცავ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამს და აშშ-ის თავისუფალ ხალხს” , - წერს ლე პენი.

თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით შოკირებულია.

როგორც მან განაცხადა, ინფორმაცია დონალდ ტრამპის ლიდერობაზე მისთვის “უზარმაზარი შოკი” გახდა.
| Print |