ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,

multicat=50 იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ ქალაქ ხაიფაში ხანძარი განგებ არის გაჩენილი, ხელისუფლება ფაქტს გამოიძიებს, როგორც ტერორისტული აქტი.

ხაიფაში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ხანძრის გამო 60 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შეამჩნია, როგორ ისმის სოციალური ქსელების საშუალებით მოწოდებები ხანძრის გაჩენისკენ.

ისრაელის ქალაქ ხაიფაში ხანძარს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ცეცხლის გავრცელებას გვალვა და ქარიც უწყობს ხელს.ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ცეცხლმოკიდებული სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს .„ქალაქში სუნთქვა გართულებულია, ქარი კი ფერფლს ქუჩაში ფანტავს“, – ასე აღწერს ხაიფაში არსებულ სიტუაციას ადგილობრივი სააგენტოს ჟურნალისტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *