Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

კულტურა
გიორგი სიხარულიძეს საპატიო ქუთაისელის წოდება და დ. კლდიაშვილის მედალი მიენიჭა

 

8 ნოემბერს, მესხიშვილის თეატრში, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი სიხარულიძის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გიორგი სიხარულიძეს, ქუთაისში 11 წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის,  საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კი გიორგი სიხარულიძეს დავით კლდიაშვილის მედალი გადაეცა დავით და სერგო კლდიაშვილების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის (ეს მედალი 90-იან წლებში მიღებული აქვთ მიხეილ თუმანიშვილს, ელდარ შენგელაიას, გოგი გეგეჭკორს, რამაზ ჩხიკვაძეს. 2017 წელს, კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაში განსაკუთრებული წვლილისთვის).

გიორგი სიხარულიძის ქუთაისში მოღვაწეობის დროს, 2007 წლიდან 2017 წლამდე მესხიშვილის თეატრში მოეწყო მცირე სცენა, ლიტერატურული სალონი, დასს  შეემატა  12 ახალგაზრდა მსახიობი, დაიდგა 47 სპექტაკლი, ათეულობით ბენეფისი და იუბილე. გიორგი სიხარულიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს ქუთაისის თეატრში სპექტაკლი დადგა  18-მა  მოწვეულმა რეჟისორმა. თეატრის ბიუჯეტი 250 ათასი ლარიდან 1 მლნ 55 ათას ლარამდე გაიზარდა.

გიორგი სიხარულიძის რეჟისურით და ხელმძღვანელობით, გაკეთდა ქუთაისის მთავარი დღესასწაულის,  ,,გვირილობის“ ახალი და მასშტაბური ფორმატი, რომელიც დღემდე ქალაქის სავიზიტო ბარათია.

გიორგი სიხარულიძე, 2017 წლიდან, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ოპერის თეატრმა დისტანციური კონცერტების სერია დაიწყო.

პირველი კონცერტი
13:25 / 30.05.2020
ქუთაისის ოპერის თეატრმა დისტანციური კონცერტების სერია დაიწყო. პირველი კონცერტი
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
სოხუმი 14 - 21 °C
img
ფოთი 16 - 20 °C
img
თელავი 16 - 30 °C
img
მესტია 4 - 14 °C
img
ზუგდიდი 13 - 22 °C
img
ბორჯომი 9 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები