ავსტრიაში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა

ავსტრიამ  სრული ლოკდაუნი გამოცხადდა.
"ბიბისის" ინფორმაციით, ლოკდაუნი 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა მთავრობა შეზღუდვების გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. 

სამი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დაიხურება ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები და მაღაზიები სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება. დაწესებული ლოკდაუნის ფარგლებში მოსახლეობას სახლში დარჩენა ევალებათ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიცაა სამსახურში, საკვები პროდუქტების საყიდლად და სავარჯიშოდ წასვლას.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ვენაში 40 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა მთავრობის მიერ გამოცხადებული ლოკდაუნის და ახალი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
| Print |