,,ვლადიმერ პუტინი ამახინჯებს ისტორიას, რათა შეძლოს თავისი დაწყებული ომის გამართლება’’

– ასე აფასებენ თეთრ სახლში გუშინ მოსკოვში პუტინის გამოსვლას. თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი ვლადიმერ პუტინის განცხადებებს აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

,,მაშინ, როცა პრეზიდენტი პუტინი და რუსი ხალხი გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ძალები ომის დანაშაულებს და სისასტიკეს სჩადიან უკრაინაში, როდესაც ისინი მონაწილეობენ სასტიკ ომში, რომელიც იწვევს უამრავ ტანჯვას და უაზრო ნგრევას. ეს დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის და მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების დამარცხების აღნიშვნის დღე უნდა იყოს.
საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ვიცით, პრეზიდენტი პუტინისა და კრემლის დეზინფორმაციის ქარხნის შესახებ. მინიშნება, რომ ეს ომი, რომელსაც პრეზიდენტ პუტინი ხელმძღვანელობს გამოწვეული იყო დასავლეთის აგრესიით ან დასავლური გეგმებით აშკარა სიცრუე და აბსურდია,” – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას დაგეგმილი ჰქონდა სადამსჯელო ოპერაცია დონბასში და მზადდებოდა შეჭრა რუსეთის ისტორიულ მიწებზე, ყირიმის ჩათვლით, ამიტომ მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომი იყო აგრესიის წინასწარ მოგერიება. მისი თქმით, რუსეთმა დასავლეთს მოლაპარაკებები შესთავაზა და გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდა, თუმცა, ნატოს ქვეყნებმა არ ისურვეს რუსეთის მოსმენა. რადგან სინამდვილეში სხვა გეგმები ჰქონდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *