გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი ვლადიმირ პუტინს უკრაინის შავი ზღვის პორტების გახსნისკენ მოუწოდებს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, ვიდრე გლობალური კატასტროფა მოხდება, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას. 



" მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები",- მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.

მისი თქმით, პორტები მომდევნო 60 დღის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა.

| Print |