უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობამ 322-ს მიაღწია
კრაინის გენერალური პროკურატურის
ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის
შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 322-მდე გაიზარდა, დაშავებულია
581-ზე მეტი არასრულწლოვანი.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 301, ხარკოვის
ოლქში - 170, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის
ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 48, ზაპოროჟიეს
ოლქში - 30, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში
-15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების
მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 028 სასწავლო დაწესებულება,
საიდანაც 209 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი
მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის
დადგენა გართულებულია.
მასალის გამოყენების პირობები