რუსეთ-უკრაინის ომს ამ დრომდე 324 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 324-მდე გაიზარდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 592-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 307, ხარკოვის ოლქში - 175, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 48, ზაპოროჟიეს ოლქში - 30, სუმის ოლქში - 17.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 052 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 210 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

 

 

| Print |