გაეროს თანახმად, უკრაინაში რუსეთის მერ გაჩაღებული სამხედრო კონფლიქტის დროს, სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა გამოვლინდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის ეპიზოდებზე 15 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა რეგისტრირებული, მაგრამ უკრაინის მრავალი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, მოწყვეტილია შესაძლებლობას, განაცხადოს დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ თუ უფლებადამცველ ორგანოებში.

სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, პრამილ პატენის განცხადებით, არსებული მონაცემები მხოლოდ აისბერგის წვერია და ომში ძალადობის რეალურ მასშტაბებს არ ასახავს. ომის დროს ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიების მთავარ დაბრკოლებებად გაერო ასახელებს მსხვერპლთა შიშსა და სირცხვილს, ისაუბრონ ძალადობაზე, ძალიან ბევრ დანაშაულზე, რომელთა გამოძიებისთვის არასაკმარისია გამომძიებელთა რაოდენობა და არ ხდება ოკუპაციის პირობებში დანაშაულის შესახებ შესაბამისი შეტყობინება.

გერმანიის ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ეხმარებიან, ასევე მიიჩნევს, რომ ომის დროს გაუპატიურებების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა რეალური მდგომარეობის მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს. წინა სამხედრო კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტები, მაგალითად, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ადასტურებენ, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა სტიგმატიზაციის შიშით წლების განმავლობაში არ საუბრობს მომხდარ დანაშაულზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *