რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს.

ამ მოსაზრებას 24 წლის ახალგაზრდებს შორის, გამოკითხულთა 56 პროცენტი ეთანხმება.

ამის შესახებ იტყობინება “მედუზა”, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელში ჩაუვარდა ცენტრის კვლევის შედეგები. კვლევა 2022 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძანებით ჩატარდა. ოფიციალურად სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი ( ВЦИОМ ) არ აქვეყნებს ამ მონაცემებს და კომენტარს არ აკეთებს.

“მედუზას” თანახმად, გამოკითხულთა 57 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ არ უნდა შეწყდეს, ხოლო კიდევ 13 პროცენტს გაუჭირდა პასუხის გაცემა. ომის დამთავრების მომხრეებში 25-34 წლის ასაკის რუსები ჭარბობენ, ხოლო “სპეცოპერაციის” გაგრძელების მომხრეთა 72% 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *