ხარკოვის რეგიონში დამარცხების შემდეგ რუსეთმა ფარული მობილიზაციის გაძლიერება დაიწყო-ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის და ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარების დამარცხების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს ფარულ მობილიზაციას.



ISW-ს მაგალითად მოჰყავს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მოწოდება ყველა ფედერალური სუბიექტის მიმართ, რომ "თვითმობილიზაცია" წამოიწყონ და კრემლს არ დაელოდონ. რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა გაიმეორა ჯარში რუსების ნებაყოფლობით შეერთების აუცილებლობა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რესურსების დიდი ნაწილი რუსეთმა უკვე ამოწურა.


ISW-ის ინფორმაციით, კრემლმა, სავარაუდოდ, უარი თქვა დაეცვა ცალკეული ფედერალური სუბიექტები, რამაც შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში, გაუჭირდებათ თავდაცვის ხაზების შენარჩუნება, თუ უკრაინული ძალები განაგრძობენ უფრო აღმოსავლეთისკენ სწრაფვას.

 

| Print |