თეა წულუკიანი კრივის ფედერაციის პრეზიდენტს ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში ადანაშაულებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ფიზიკური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური.

მისი თქმით, ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა.


,,მე, როგორც ქალი, ამ ასაკში პირველად აღმოვჩნდი ასეთი რაღაცის წინაშე. იმიტომ რომ მართლა, შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან ქართულ ოჯახში გავიზარდე და ისეთი კაცები იყვნენ ჩემს გარემოცვაში - მამა, ბაბუები, ძმა - რომ ყველა იყო თანასწორი, შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი.
ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ მეც კი, მინისტრი ვარ, ვიცე-პრემიერი მქვია, რაღაცას ვმართავ-მგონია და „მსხვერპლის ბრალი იყო"-თურმე, მან ეს შეეცადა. ეს არის თავისთავად ნიშანდობლივი, რომ ვინც არ უნდა იყო, მაინც „შენი ბრალი იქნება", შეეცდებიან... ამას ჩვენ არ უნდა შევეგუოთ. მე არ ვეგუები. ჩვენ ვნახავთ ცოტა ხანში, სად იქნება ის და სად ვიქნები მე. მე მუშტი არ მაქვს მოკრივეს ვაჯობო, მაგრამ ქართული კრივი, რომ არ დაიღუპება, ამას ვნახავთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ის ამ შემთხვევის შემდეგ მოელოდა, რომ კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი თავად გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუმცა ის ასე არ მოიქცა. თეა წულუკიანმა დავით წიკლაურის საქციელის მოტივზეც ისაუბრა.


,,ეს მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ითხოვდა დაფინანსებას. როდესაც მიიღო პასუხი, რომ ეს შეუძლებელია ახლა, მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის,“- აცხადებს მინისტრი.


დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მინისტრმა ეს მის მოსაშორებლად გააკეთა.


,,მოვისმინე ქალბატონ თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემ მიმართ.
კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა,იმდენად გამაოგნებელი იყო.
წინა პოსტში დავწერე, კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ,სამინისტროში რომ დაგვიბარეს და ჩვენ ყველას გვეგონა უნდოდათ მოელოცათ ეს გამარჯვება.. სინამდვილეში კი რასაც ქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან..მეტიც,არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა..და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ,რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს,მერე სულ გაგვინულეს..
მოკლედ,მეგობრებო, წინა სტატუს თუ წაიკითხავთ,მიხვდებით,რომ ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა.
ვინც მე მიცნობს იცის,როგორი აბსურდულია ეს ბრალდება,იმდენად აბსურდული,რომ განხილვასაც არ დავიწყებ.
უბრალოდ, ყველაფერი ნათელია, ის ფაქტი რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე,აი სწორედ ამ სტატუსით,მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი.აკი შემომითვალეს რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით,რომ ,,ჩემს უკან ოჯახი დგას'' ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა.
მოკლედ როგორც ჩანს ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით,ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე ჭირდება სპორტს,კულტურას და ახალგაზრდობას..ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ.
პ.ს. რაც შეეხება მის ნათქვამს,გამეორებაც არ მინდა,კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს ქალზე რომ გაიწევს.. და ტან ამას დააბრალებენ..წინა სტატუსი რომ დავწერე,იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ,ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს,მოვუწოდე შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშიათქო.თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირსთქო.მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი,ამას რომ ვწერდი მის თავში,შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა...ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი,’’-ნათქვამია დავით წიკლაურის პოსტში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის სენატმა 2023 წლის ეროვნული თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი
დაამტკიცა. ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი
უკრაინისთვის გამოიყოფა.
13:36 / 07.12.2022
აშშ-ის სენატმა 2023 წლის ეროვნული თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა. ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი უკრაინისთვის გამოიყოფა.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმზე -
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლების
წარმომადგენლები აღარ მიიწვიეს.
14:43 / 22.11.2022

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმზე - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ მიიწვიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების
სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
12:35 / 09.11.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხარი დაუჭირა სკოლებსა და პროფესიულ
ტექნიკურ სასწავლებლებში დაწყებითი სამხედრო მომზადების საგნის
დაბრუნების იდეას, რომელიც პარტია „სამართლიანი რუსეთის“
თავმჯდომარეს, დუმის დეპუტატ სერგეი მირონოვს ეკუთვნის.
12:47 / 08.11.2022
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხარი დაუჭირა სკოლებსა და პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებლებში დაწყებითი სამხედრო მომზადების საგნის დაბრუნების იდეას, რომელიც პარტია „სამართლიანი რუსეთის“ თავმჯდომარეს, დუმის დეპუტატ სერგეი მირონოვს ეკუთვნის.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW)
სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას
აფასებს იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ პუტინის მიზანი უკრაინის
სახელმწიფოს განადგურებაა.
14:18 / 28.10.2022

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - სუსი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
12:24 / 09.11.2022
რუსეთმა ერთ დღეში 780 სამხედრო დაკარგა, ჯამში 77 950 - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

12:35 / 09.11.2022
,,დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს''-ცენტრ ,,ემპათიის'' ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა.

12:08 / 18.11.2022
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ,,სიმღერის აკადემია'' მოეწყობა
ქუთაისში თამარ მეფის N 97-ში მდებარე შენობა შპს ,,სიმღერის აკადემიას'' გადაეცა.
17:24 / 15.11.2022
გრიპის ვაქცინაცია უფასო 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება
დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება.
12:01 / 15.11.2022
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა, ევროს კურსი კი 2.8432 ლარია.
11:43 / 16.11.2022
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა.
14:43 / 29.11.2022
პოლიტიკის სიახლეები
"ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი" - გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს
15:46 / 08.12.2022
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს თავისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
,,მიხეილ სააკაშვილის ბედს ივანიშვილი წყვეტს''-ზურაბ ჯაფარიძე
15:35 / 08.12.2022
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - "გირჩი-მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა", ენმ-სთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა.
,,მიხეილ სააკაშვილი არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. ის ცდილობს, რომ გადარჩეს''-ეკა ხერხეულიძე
14:50 / 07.12.2022

,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება და ყველამ, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული მისთვის საკვების მიღება.

 ,,ცდილობს რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ამასაც ზოგჯერ ვერ ინარჩუნებს'' - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
13:03 / 07.12.2022

ვივა მედის კლინიკური დირექტორი უარყოფს სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაში კვებასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არსებობს.

ამინდი
თბილისი -2 - 4 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 10 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 8 - 13 °C
img
თელავი -1 - 6 °C
img
მესტია -8 - 1 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი -3 - 7 °C
img