საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან

ერთად დარღვევებმაც იმატა, ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება კვლევაში საუბრობს. ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მეორე შაულედური ანგარიში წადაგინა.
ორგანიზაცია 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე 114 შეხვედრას დააკვირდა. “საარჩევნო კამპანიის გააქტურებასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა დარღვევბმა, რომლებზეც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის. ორგანიზაციის დაკვირვებით, სააანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა -მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მირ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთცვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4,ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი”, – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *