აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს

და მათ ხსოვნას პატივი მიაგესიმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა .

მემორიალთან აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა, რომელსაც გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

“არ არსებობს იმაზე დიდი სიტყვები და საქმე როგორიც არის “ვემსახურები უფალს და ვემსახურები საქართველოს”. ზუსტად ამ ცხოვრების წესით იცხოვრა იმ ხალხმა და შეეწირნენ უფალს და შეეწირნენ საქართველოს. საუკუნო იყოს მათი ხსენება,”- განაცხადა იმერეთის გუბერბატორმა, გივი ჭიჭინაძემ.

სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *