პოლიტიკური პარტიის “თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოთვის”

დეპუტატობის კანდიდატი #48-ე საარჩევნო ოლქში ნუგზარ უგლავა ქართულ ოცნებას ადანაშულებს.

უგლავას თქმით, მათ საარჩევნო პლაკატებზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი მხეიძის პლაკატები არის გადაკრული.

“ჩვენ არ გვაქვს ფინანსები, ფინანსები ფასიანი რეკლამებისთის,რამდენიმე დღეა დავიწყეთ პლაკატების გაკვრა, რომელიც ჩვენი რეკლამის ერთადერთი საშულებაა. მასაც მცირე ოდენობით ვაკრავთ სტენდებზე. ერთ-ერთი სტენდი, რომელიც მერიამ გამოგვიყო, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენს მიერ განთავსდა ოთხი პლაკატი კანონის მიხედვით, მაგრამ დღის მეორე ნახევარში უკვე ჩემი პლაკატები გადაფარული იყო “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი მხეიძის პლაკატებით,”-აცხადებს ნუგზარ უგლავა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *