პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა,

რომ პაატა ბურჭულაძე აშანტაჟებდა. ჯაფარიძის თქმით, თუ “გირჩი” ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, ამ შემთხვევაში “გირჩის” წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული და ბლოკის სიიდან.
“პირველი პრობლემა გაჩნდა სიის შედგენის დროს” კონკრეტულად, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, როდესაც მისი “ფეისბუქსტატუსები” დაუდეს პაატა ბურჭულაძეს. თუმცა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. ეს ადამიანი მე მაშანტაჟებდა, რომ თუ “გირჩი” ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, იმ შემთხვევაში “გირჩის” წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, რომ დავრჩენილყავი სიაში. ჩემთვის ეს მიზანი არ ყოფილა, რომ მე გავულიყავი პარლამენტში.საქმე არის ძალიან მარტივ რაღაცასთან, შანტაჟთან. ადამიანი ითხოვთა ფულს და მაღალი ალბათობით პირადი მოხმარებითვის სჭირდებოდა. მე განვაცხადე, რომ “გირჩი” გავა ბლოკიდან და არავინ არ დარჩება სიაში”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის ბრალდება, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ან “ქართული ოცნების” მხრიდან ფინანსდება, უსაფუძვლოა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *