წყალტუბოში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

წყალტუბოს ოქლში 68 უბანი ფუნქციონირებს. წყალტუბოს  58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თვამჯდომარის გიორგი ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი: „ოლქში 68-ვე  უბანი 07:00 საათძე გაიხსნა. შემოვიდა მხოლოდ ერთი საჩივარი პროცედურასთან დაკავშირებით. წილის ყრის დროს გადასატან ყუთზე წარმომდაგნელეთან დაკავშირებით.ჯერჯერობით სხვა დარღვევევბის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.

#57, #57  და #50 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:03 წუთზე მივიდა. ამ უბნების საარჩვენო კომისიის თვამჯდომარის, მერაბ ქაჯაიას თქმით, დარღვევესბ ადგილი არ ჰქონია და უბანი ჩვეულებრივად 07:00 საათზე გაიხსნა. 9 საათისთვის გაიტანეს გადასატანი ყუთიც. გადასატან ყუთში ამ უბანზე 29 ამომრჩველი ფიქსირდება.

არჩევნები წყალტუბოში ამ ეტაპზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *