ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისიამ

ამორჩეველთა აქტივობის 15 საათისთვის არსებული მონაცემები გაავრცელა. კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის 37-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 10 984 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38,87% შეადგენს.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.

ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოქში კი სულ 48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *