“საოლქო-საარჩევნო კომისიებში

46 საჩივარია შეტანილი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმრავლესობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არის დაწერილი. “ხარვეზები შეეხება საარჩევნო უბანზე აგიტაციას, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ. გარდა ამისა, საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული მცირე ხასიათის ხარვეზები გამოვლინდა”, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო-საარჩევნო კომისია შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *