ცესკოს 09:00 საათისთვის არსებული მონაცემებს მიხედვით

“ქართული ოცნება” ლიდერობს. პროპორციულ ნაწილში 2 345 საარჩევნო უბნის ხმებია დათვლილი. 9 საათის მონაცემებით, წინასწარი შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 49.92%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26.7%;

პატრიოტთა ალიანსი – 4.88%;

ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები 4.13%;

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის 3.6%;

ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძროაბა 3.36%;

ლეიბორისტული პარტია – 3.04%;

უსუფაშვილი-რესპუბლიკელები – 1.48%.

თამარ ჟვანიას თქმით, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს ცესკოში ოქმების შეტანა. 1 415 ოქმია დამუშავებული.
“აქვე აღვნიშნავ, რომ შედეგები არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად განისაზღვროს რამდენ შემთხვევაში და რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური. თუმცაღა, ამ დროისთვის დათვლილი შედეგები ჯერ-ჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში დაინიშნოს მეორე ტურები. აქედან გამომდინარე, თითოეული უბნის შედეგი არის მნიშვნელოვანი, იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ვნახოთ სურათი წინასწარი მონაცემების მიხედვით, – სად იქნება დიდი ალბათობით შესაძლებელი მეორე ტურების გამართვა. ჩვენ სადღეღამისო რეჟიმში და დღის განმავლობაში ვაგრძელებთ საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე 100 პროცენტამდე ოქმები დამუშავდეს როგორც პროპორციულ ისე მაჟორიტარულ ნაწილში,” -განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *