ქუთაისში მოქმედი მედიასაშუააულებების წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

. ჟურნალსიტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, რომ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცეთ.

ჟურნალისტები ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავანგარდის დასახლებაში არსებულ 90-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც “ქართული ოცნების” წევრებმა მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *