გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ

პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა , რომ მათი პარტია შევა პარლამენტში და მაჟორიტარობის კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში. “ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ბრძოლაზე, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მიუხედავად გაყალბებისა და ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის ფონზე, ვიღებთ ბრძოლას. პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში, ჩვენ შევალთ პარლამენტში და მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო მუშაობაში,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *