პარტია “თავისუფალი დემოკრატები”

ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და დავით ონოფრიშვილმა დატოვეს. გია ცაგარეიშვილის თქმით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” დიდი ძალისხმევა გაიღეს იმისთვის, რათა საპარლამენტო მანდატები მოეპოვებინათ და დიდი გამარჯვება მოეტანათ არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, თუმცა მისი თქმით, სამწუხაროდ, ამომრჩეველმა “სხვანაირად განსაჯა”.
“მეც და ჩემმა მეგობრებმაც დიდი ძალისხმევა გავიღეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა 2016 წლის 8 ოქტომბერს დიდი გამარჯვება არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ საქართველოსთვის. მაგრამ ჩვენმა ამომრჩეველმა სხვანაირად განსაჯა და არ მოგვანიჭა საპარლამენტო მანდატი. ყოველთვის დგება ადამიანის ცხოვრებაში და მითუმეტეს პოლიტიკოსის ცხოვრებაში დრო როდესაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, რომელმაც “თავისუფალ დემოკრატებს” დაუჭირა, ან არ დაუჭირა მხარი. “დღეიდან მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომლებიც შემოუერთდნენ პარტიას და აქვთ ენთუზიაზმი, მოტივაცია იმის, რომ გააგრძელონ, საქმე მიიყვანონ წარმატებამდე. მე არასდროს არ მიხელმძღვანელია ჩემს ცხოვრებაში, ვიწროპარტიული ინტერესებით, ჩემთვის სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და მინდა გითხრათ, რომ რას ვიზამ, როგორ ვიზამ და რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა აბაშიძემ.
“თავისუფალი დემოკრატები” დატოვა აგრეთვე ირაკლი ჩიქოვანმა. რაც შეეხება ნინო გოგუაძეს და შალვა შავგულიძეს, “თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივნის თამარ კეკენაძის თქმით, ისინი პარტიაში რჩებიან.
შეგახენებთ, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.პარტია დატოვა ალექსი პეტრიაშვილმაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *