არასამთავრობო ორგანიზაციამ “ევროპა ჩემი სახლია” დღეს ბრიფინგი გამართა

. ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ის 37 წამიანი კლიპი გააკრიტიკეს, რომელიც ქუთაისში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახავს. მათი თქმით, კლიპის მონტაჟი და გავრცელება 83000 ლარი დაჯდა, რაც მერისა და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ჯგუფის პიარს ემსახურებოდა.

“”ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო თვეებში განხორციელებულ პიარ აქციაზე, რომელიც ჩაატარა ქუთაისის მერმა. ეს გახლავთ მისი პიროვნებისა და პოლიტიკური პარტიის პიარის ხელშემწყობი აქცია. კლიპში გადახდილია 83000 ლარი, რომელიც უპრეცენდენტო ფაქტია ქუთაისის ისტორიაში. ქუთაისი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ეკონომიკურად და მსგავსი თანხა არ უნდა იყოს დახარჯული კონკრეტული ადამიანების პიარში,”- განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

ბრიფინგზე “ევროპა ჩემი სახლიას” წევრებმა წარმოადგინეს ფოტომასალაც, სადაც უხარისხოდ რეაბილიტირებული ქუთაისის ქუჩები და სკვერები იყო ასახული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *