საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა დღის წესრიგში არ დგას და საქართველოს მთავრობას ქუთაისთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.

“მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს გააქტიურებული უახლოეს მომავალში, რამდენიმე წელიწადში. თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად ეს საკითხი აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა. ქუთაისზე ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შესაძლოა 5-10 წლის შემდეგ ვერავინ ვეღარ შეამჩნიოს არის თუ არა იქ პარლამენტი. იმიტომ რომ ძალიან აქტიური განვითარება მოხდება პარლამენტის . ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თავისი უზარმაზარი საერთაშორისო სტუდენტური კამპუსით, ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოსთან, სვანეთთან დამაკავშირებელი გზა თავისი გვირაბებით. ქუთაისში სერიოზული ბუმი იქნება განვითარების, მათ შორის უძრავი ქონების მიმართულებით “, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *