სამმეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი

“თაობათა დიალოგი”  #48-ე ოლქში რამდენიმე უბანზე არჩვენების მიმდინარეობას აკვირდება.  აქვე გთავაზობთ რამდენიმე უბნის შედარებით მონაცემებს, რომელიც “თაობათა დილოგმა” მოამზადა. 
* 117- უბანზე 15:00 სათიდან 17:00 საათამდე 7 ამომრჩეველი მივიდა პოზიციის დასაფიქსირებლად.
* 118 – ე უბანზე აქტივობა 2 საათის განმავლობაში 46-ით გაიზარდა.
* 52-ე უბანზე 21-თი ამომრჩეველმა დააფიქსირა პოზიცია.
* 42-ე უბანზე კი შედარებით კარგი მდგომარეობა იყო აქტივობის კუთხით – 76-მა მისცა ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს.
17:00 სათის მონაცემებით 8 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით ქუთაისში, მეორე ტურში 12 694 – ით ნაკლებმა ამომრჩეველმა დააფიქსირა პოზიცია.

“რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობის პროცესს – მშვიდად მიმდინარეობს, ექსესებისა და პროცედურული დარღვევების გარეშე”,- აღნიშნა “თაობათა დიალოგის” გენერალურმა მდივანმა გვანცა თოთაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *