“ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა

. თალაკვაძემ განაცხადა, რომ “ამ ეტაპზე მე პრეზიდენტის განცხადებაში ვერაფერს სენსაციურს ვერ ვხედავ,”

“რა თქმა უნდა, მისი მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, არ ვიცი ვის სურს, რომ ეს წარმოაჩინოს საფრთხედ, მაგრამ ეს არის მოსახლეობის არჩევანი. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვხედავთ არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც დიდ და მეტ პასუხისმგებლობას და უფრო ეფექტურ შესაძლებლობას, მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რაც არის საჭირო სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის და ოჯახებში მეტი კეთლდღეობის შესაქმნელად. ეს არის ადამიანების მოლოდინი და არჩევანი ამ საარჩევნო პროცესში. ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მათ არჩევანს. ამ ეტაპზე მე პრეზიდენტის განცხადებაში ვერაფერს სენსაციურს ვერ ვხედავ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *