კომპანიის “SMK” მუშაობით უკმაყოფილებას

საკრებულოს დეპუტატებიც გამოთქვამენ. საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ამირან ძოწენიძე მიიჩნევს, რომ ამ კომპანიასთან პრინციპული მიდგომაა საჭირო. გზები გადათხრილია და საქმე დამთავრებუული არაა. აღნიშნულის შესახებ მან საკრებულოდ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა: “ასეთი უპასუხისმგებლობა ქალაქის მიმართ არ შეიძლება. აღარაფერს ვამბობ ასათიანის ქუჩაზე. პეტრიწის ქუჩა, წყალტუბოს ქუჩა, ყველგან არის გაჭრილი და მიტოვებული. გადაჭრილი ბეტონები თავისი ამოშვერილი არმატურებით არის კატასტროფა. “SMK” მგონი დაგვცინის. ყველაფერს აქვს საზღვარი””, – განაცხადა ამირან ძოწენიძემ.
აღნიშნული კომპანია ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას ქალაქის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *