დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან

აქცია გაიმართა. მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლები ხელისუფლების მიერ კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას, კერძოდ აქციზის გადასახადს აპროტესტებენ  და დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვდნენ: “ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ტყუილს, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარადგინა ფინანსთა სამინისტრომ,კერძოდ საგადასახადო ცვლილებებს,რომელიც ეხება ავტომობილებსა და საწვავზე აქციზის გაძვირებას. ჩვენ დღეს მოვმართავთ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ახლა ამ შენობაში არიან, მხარი არ დაუჭირონ ამ შემოთავაზებულ ტყუილს და იპოვონ სხვა ალტერნატიული გზები, გადაარჩინონ და შეინარჩუნონ საქართველოს ბიუჯეტი”,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *