გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე

და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ანა ლეჟავა ქუთაისელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

თათია დოლიძემ ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საკუთარი მანდატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ პრობლემებსაც მოუსმინა. ახალგაზრდა წარმომადგენელმა ყურადღება არაფორმალურ განათლებაზე, გაცვლით პროგრამებსა და გრანტებზე გაამახვილა.

“ჩემი მიზანია პირველი წყაროდან ინფორმაცია მივიღო და შემდგომ სწორად გავაჟღერო. ამასთანავე, ვცდილობ რომ თითოეული შეხვედრა საქველმოქმედო აქციებთან ერთად ჩატარდეს,”-განაცხადა თათია დოლიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ახალგაზრდებმა მთავარ პრობლემად კი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა და დასაქმება დაასახელეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ახალგაზრდებს საკუთარი უფლებამოსილება გააცნო და მათთან შეერთებულ შტატებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებაც ისაუბრა.

“მინდოდა გამერკვია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემები. შევეცადე რომ გარკვეული რჩევებითა და მითითებებით დავხმარებოდი მათ,”-განაცხადა ანა ლეჟავამ.

თათია დოლიძე რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს პერმანენტულად ახორციელებს და მათს პრობლემებს გაეროში წარადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *