იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დღეს ჟურნალისტებთან 2016 წელი შეაფასა

და განაცხადა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 46 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც რეგიონის მიერ სრულად იქნა ათვისებული.

ასევე გივი ჭიჭნაძემ განმარტა, რომ სახელმწიფოს დახმარებით იმერეთში ფუნქციონირება 170–მა მცირე საწარმომ დაიწყო.

“წელს იმერეთში 16 საბავშვო ბაღი აშენდა, ასევე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა იმ დაწესებულებს, რომლებსაც რეაბილიტაციას საჭიროებდნენ. იმერეთში გაკეთდა სარწყავი არხები, რომლის საშუალებითაც 15 ჰექტარი მიწის მორწყვაა შესაძლებელი. “აწარმოე საქართველოსა” და “სტარტაპ საქართველოს” დახმარებით იმერეთში 170 მცირე საწარმო აშენდა,”- განაცხდა გივი ჭიჭნაძემ.

ასევე გივი ჭიჭინაძემ განაცხდა, რომ იმერეთის გუბერნიაში კადრების შემცირება არ იგეგმება, დასაქმებულებს ხელფასები შეუმცირდებათ, თუმცა გუბერნატორმა იქვე აღნიშნა, რომ გუბერნიაში დასაქმებულებს არც თუ ისე დიდი ხელფასი აქვთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *