20 იანვრის ყრილობაში ქუთაისიდან

297 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, დელეგატების შერცევაში მონაწილეობა არ მიუღია საკრებულოს დეპუტატს “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით გოგისვანიძე. ის რადიო “ძელ ქალაქთან საუბრისას ამბობს:”ეს არ არის კონფერენცია. იურიდიულად ამას კონფერენცია არ ჰქვია. ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის წევრთა რაოდენობა არის ადაახლოებით 2 ათას ხუთას ადამიანამდე ეს ერთი, მეორეც – კონეფერენციას იწვევს ცენტრალური პოლიტსაბჭოს სამდივნო. რაც იყო ამას კრება შეიძლება დავარქვათ, თვით ინიციატივით განხორციელდა და წესების დარღვევით, ამიტომ ამას კონფერენცია ვერ დაერქმევა”, – განაცხადა დავით გოგისვანიიძემ.
დავით გოგისვანიძე აცხადებს, რომ ის ვერ იქნება პარტიის გაყოფის მომხრე.
“ყრილობა უნდა ცატარედეს გარკვეული წესების დაცვით, ყრილობა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის” გამაერთიანებელი და ეს ყრილობა მიდის იქეთკენ, მე რასაც ვუყურებ, რომ ხდება დაყოფა პარტიის, წესების დაცვის იგნორირება ხდება და რათქმაუნდა, მე პარტიის გაყოფის და წესების დაცვის იგნორირების მომხრე ვერ ვიქნები”, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
20 იანვარს 7 ათასი წევრის მონაწილეობით პარტიის ყრილობის გამართვა იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *