“გირჩის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი

“გირჩის” ცენტრალურ ორგანიზაციაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“პრობლემა რომელიც საზოგადოებას ჰგონია მოგვარებისკენ მიდის, რეალურად ეს  ასე არ არის. შინაგან სამქეთა სამინისტრო აგრძელებს ამ უაზრო ბრძოლას მარიხუანას მომხმარებლების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ,”- განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “დაახლოებით 12.00 საათზე შს სამინისტროს წარმომადგენლები “გირჩის” ცენტრალურ ოფისში მივიდნენ.  სასამართლოს ნებართვა წარადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველ მცენარის კულტივირებას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *